საზოგადოება
16.04.2024 12:01
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება 22 აპრილიდან დაიწყება

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება 22 აპრილის 12:00 საათიდან დაიწყება.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას.

„დაინტერესებული პირები განაცხადების შემოტანას და დეტალური ინფორმაციის გაცნობას შეძლებენ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: my. rda. gov. ge.

რაც შეეხება თანადაფინანსების მოცულობას, ერთ ბენეფიციარზე მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა (ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში - არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1000 ლარისა),“ - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები