15 აპრილს გურამ პაპიტაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. გორში დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის გამორჩეული მოღვაწის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მისი სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.
გარდა ამისა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში იმ ოთახს, სადაც იგი უკანასკნელი 16 წლის მანძილზე მუშაობდა მისივე სახელი ეწოდა.
ღონისძიებებს, რომელიც გორის მუნიციპალიტეის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სპორტსმენები, გურამ პაპიტაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ქართული ძიუდოს პაპად წოდებულმა მწვრთნელმა სპორტული მოღვაწეობა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ პაპიტაშვილი 2022 წელს 88 წლის გარდაიცვალა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება