საერთაშორისო გამოფენაში - Riga Food 2024 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება გრძელდება და 16 აპრილის 18:00 სთ-ის ჩათვლითაა შესაძლებელი.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები, ხოლო საერთაშორისო გამოფენა Riga Food 2024 გამომფენებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.
„საერთაშორისო გამოფენა 5 - 7 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება. ღონისძიება ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501