საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, EuroGeographics-ის გენერალური ასამბლეას ფარგლებში, ინოვაციურ უწყებად აღიარეს, - ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ესპანეთის ეროვნული გეოგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ EuroGeographics-ის გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა და სწორედ აქ მოხდა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციურ უწყებად აღიარება.
ცნობისთვის, ასოციაცია „ევროგეოგრაფიკსი“ 46 ქვეყნის 60-ზე მეტ კარტოგრაფიის, კადასტრის და მიწის რეგისტრაციის ეროვნულ უწყებებს აერთიანებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2010 წლიდან ასოციაციის წევრია და „ევროგეოგრაფიკსის“ პროექტებში (EuroGlobalMap, EuroRegionalMap, Open Maps for Europe) მონაწილეობს. გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, „ევროგეოგრაფიკსი“ რეგულარულად ატარებს სხვადასხვა სემინარს, უმთავრესად გეოსივრცითი მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობას საჯარო რეესტრის წარმომადგენლები იღებენ.