საზოგადოება
15.04.2024 16:05
15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დღეა

15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა.

მანდატურებს პროფესიული დღე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიულოცა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა – მას ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებაც დაემატა, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სისტემის მართვას და გააუმჯობესებს კოორდინაციას.

„ვულოცავ ყველა მანდატურს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს და მანდატურის სამსახურის მთელ გუნდს. მადლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მართლაც ფასდაუდებელ შრომას ეწევით და ზრუნავთ ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე.

მეამაყება ის, რომ დღეს თითოეული მანდატური არის მოსწავლის, ბავშვის, მშობლის მეგობარი, გვერდში უდგას მათ და ეხმარება გამოწვევების დაძლევაში, რომლებსაც შეიძლება სკოლაში გადააწყდნენ.  გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მანდატურები გვევლინებიან მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხარდამჭერებად.

მიგვაჩნია, რომ სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მანდატურის სამსახურის გაფართოებაზე და კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ამ მიზნით უკანასკნელ წლებში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა‘‘, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

კვირის ამბები