სპორტი
15.04.2024 12:50
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 17 წლამდელებს შორის, გორელებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 17 წლამდელებს შორის, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა 6 - ოქროს, 3 - ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალიმოიპოვეს.

ქვეყნის ჩემპიონის ტიტული თემურ თუთარაშვილმა (48კგ.), აკაკი მაზმიშვილმა (60კგ.), რატი რევაზიშვილმა (65კგ.), ლუკა ტატიაშვილმა (71კგ.), ნიკა მაისურაძემ (80კგ.) და კოსტანტინე პეტრიაშვილმა (92კგ.) მოიპოვეს.

ვერცხლის მედალს ტარიელ საათაშვილი (48კგ.), გიორგი წურიაშვილი (51კგ.) და დავით პაპუკიშვილი (60კგ.) დაესაკუთრნენ.

გოგა კოპაძე (45კგ.), ცოტნე ბერძნიშვილი (51კგ.) გიორგი მაისურაძე (55კგ.) თორნიკე ქერდიყოშვილი (65კგ.), დემეტრე ბერიანიძე (65 კგ.) და გუგა ქოთუაშვილი (71კგ.) შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

მოპოვებული შედეგების მიხედვით, გორმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატს ხაშურმა უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გამართულ საქართველოს ჩემპიონატებზე გორელმა მოჭიდავეებმა როგორც დიდებში, ისე 23 წლამდელებში, 17 წლამდელებში და 15 წლამდელებში გუნდური გამარჯვებები მოიპოვეს.

 

კვირის ამბები