გორში, შინდისის გმირების გზატკეცილზე დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 6 790 კვადრატულ მეტრზე განთავსდება საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, მოეწყობა ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, დამონტაჟდება ტრენაჟორები და გარეგანათება. ლოკაციაზე ასევე გაკეთდება სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები.
სარეკრეაციო სივრცეში, რომელიც შინდისის გმირების გზატკეცილს მთელ სიგრძეზე მიუყვება, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხეები და ბუჩქები.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 196 000 ლარია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება