გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ.
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე თეატრისმოყვარულებს მსოფლიო სასიყვარულო ლიტერატურულ პოეზიაზე აგებული სპექტაკლს სახელწოდებით - „სიყვარულო ძალსა შენსა“ წარუდგენს.
წარმოდგენაში კახა ბერიძე, ლიკა კევლიშვილი, მაკა შალიკაშვილი და რუსთაველის ეროვნული თეატრის ორი მსახიობი - დავით გოცირიძე და დავით დარჩია მონაწილეობენ.
საპრემიერო ჩვენება ხვალ, 12 აპრილს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.