გორის განვითარების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაცია Nature Community eG / https:// nature-community.de / გერმანიაში ექვსკვირიან მოხალისეობრივ ESC ვაკანსიას აცხადებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მოხალისეობრივი საქმიანობა ორგანიზაციის საქმიანობაში სრულად ჩართვას, მდგრადი განვითარების თემებზე და მიზნებზე სხვადასხვა აქტივობის მომზადებას, წარმართვას და მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობას მოიცავს.
რაც შეეხება პროექტის ძირითად მოთხოვნებს, პროექტში მონაწილის ასაკი განსაზღვრულია და 18-30 წელს მოიცავს. გარდა ამისა, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
მოხალისეობრივი პროგრამა 2024 წლის მაისი - 2024 წლის ივნისის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ დაფინანსდება ყველანაირი მომსახურება და მონაწილეები YouthPass სერთიფიკატს მიიღებენ.
„მოხალისე იმოგზაურებს გერმანიაში, გაიუმჯობესებს კომპეტენციებს ახალგაზრდულ საქმიანობაში, გამოიმუშავებს პიროვნულ უნარ-ჩვევებს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოში.
მსურველებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკონ ნომერზე: 593 45 14 28 (ნინო გოლოშვილი).