საზოგადოება
11.04.2024 15:39
მრავალბინიანი სახლების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებით, მრავალსართულიან ბინებში სახურავების შეცვლის და სხვადასხვა სამუშაო მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მრავალბინიანი სახლების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ძმები რომელაშვილების 179-ის მე-8 სადარბაზოს სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაზიანებული სახურავი თუნუქის სახურავით შეიცვლება და დასრულების შემდეგ სახურავიდან ჩამოსული წყალი აღარ შეაწუხებს აქ მცხოვრებ მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერია, 90 %-იანი თანადაფინანსებით მრავალბინიანი კორპუსების ამხანაგობებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს რამდენიმე წელია უფინანსებს.
კვირის ამბები