გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მუმლაანთკარში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის 850 მეტრიან მონაკვეთს. უსაფრთხოების მიზნით, გარკვეულ ნაწილზე მოეწყო რკინა-ბეტონის საყრდენი კედელიც.
„მუმლაანთკარში გზის რეაბილიტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად დაიგეგმა. ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრე სისტემის, მიერთებების და ეზოებში შესასვლელების მოწყობას“, აცხადებენ გორის მერიაში.