სინოპტიკოსების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში 16 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +25 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 12 აპრილს გორში +22 გრადუსია ნავარაუდევი, +18 გრადუსი და ღრუბლიანობაა მოსალოდნელი 13 აპრილს, 14-ში კი, +15 გრადუსი დაფიქსირდება და ღრუბლიანობა და წვიმაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათს, 15 აპრილს გორში უნალექო ამინდი და +18 გრადუსია ნავარაუდევი, 16 აპრილიდან კი ჰაერის ტემპერატურა 6-7 გრადუსით მოიმატებს და 16-ში +22, 17-18 აპრილს კი +25 გრადუსი დაფიქსირდება. 18 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, 19 საათიდან მოსალოდნელია მცირე ნალექიც. რაც შეეხება 19-20 აპრილს, ნავარაუდევია +23 გრადუსი და პერიოდულად ნალექი.