საზოგადოება
11.04.2024 12:18
გორში ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

გორი ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენებს - „Georgian Spring 2024“-ს და „Golden Cup 2024“-ს უმასპინძლებს.

გამოფენები 13 - 14 აპრილს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება. აქტივობა 11:00 საათზე დაიწყება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის მიზანია ძაღლების ჯიშობრივი ხარისხის და გენოფონდის გაუმჯობესება, ამასთანავე, კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებულ პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს. ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველწლიურად იმართება“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენებს გორი მეორედ მასპინძლობს.

კვირის ამბები