გორის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალი დღეს გაიმართება.
სააგენტოს ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების ხელშეწყობით, კონკურსის შესარჩევი ტური ორი დღე მიმდინარეობდა და მასში 130-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
„ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი გორში ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას, მხატვრული კითხვის კულტურის ამაღლებას და ლიტერატურის სიყვარულის გაღრმავებას“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალი კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრის დარბაზში (მშვიდობის №12) 15:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.