საზოგადოება
11.04.2024 12:15
საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლევან ხარაბაძე რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან ხარაბაძეს რესურცენტრების ხელმძღვანელებმა სამუშაო სპეციფიკის, საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების და სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზეც ისაუბრეს.

„ამჟამად შიდა ქართლის რეგიონში 19 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის თითოეული სკოლას ჰქონდეს შესაბამისი პირობები, რათა მოსწავლეებმა განათლება უსაფრთხო და სრულფასოვან გარემოში მიიღონ“, - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.

შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე ესწრებოდნენ.

კვირის ამბები