გორში არსებულ სკვერებში დაზიანებული ინვენტარის განახლება მიმდინარეობს.
როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, დასასვენებელ სივრცეებში დაზიანებული ინვენტარის განახლებასთან ერთად, მიმდინარე სეზონზე სხვადასხვა სამუშაო აქვთ დაგეგმილი, მათ შორის სკვერების და გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება.
„დასასვენებელ სივრცეებში მაქსიმალურად განახლდება დაზიანებული ინვენტარი. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში კი მიმდინარეობს სკვერების და გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის: ნეკერჩხლის, ლუგუსტრუმის, ტუიას, კვიპაროსის, წყავის, იფნის, ტუხტის, ემონიუსის და ლავანდას ნერგები“, - აცხადებენ სააგენტოში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება