საზოგადოება
07.03.2020 21:57
მე-13 პაციენტი დაინფიცირდა იტალიიდან ჩამოსული იმ პირისგან, რომელსაც მანამდე 2 პირი ჰყავდა დაინფიცირებული

„დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო მოთავსებული, მაგრამ მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი არ იყო. გამოკვლევის შედეგი ახლა ცნობილია. მე-13 პაციენტი დაინფიცირდა იტალიიდან ჩამოსული იმ პირისგან, რომელსაც მანამდე 2 პირი ჰყავდა დაინფიცირებული“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, სტაბილურია.

 

კვირის ამბები