მეცნიერებათა სკოლა გორში სკოლის ექიმის ვაკანსიას აცხადებს.
დამსაქმებლის მოთხოვნით კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „თერაპია“ ან „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“ და მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა).
მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 17 მაისის ჩათვლით უნდა გაგზავნონ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება