ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილების ეკოგანათლებისა და ბიომრავალფეროვნების სპეციალისტის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოში ვაკანსიის დასაკავებლად დოკუმენტაციის წარდგენა უკვე დაიწყო და 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს კანცელარიაში ან/ და სააგენტოს ელექტონულ მეილზე: developmentgori@gmail.com
რაც შეეხებასაკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი მოთხოვნები: უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი; უმაღლესი განათლება - ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/ეკოლოგია/გამოყენებითი ბიომეცნიერებები. კანდიდატმა სავალდებულოა იცოდეს დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონი; „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს კანონი ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ. ბიომრავალფეროვნების ან/და ეკოგანათლების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
„კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ავტობიოგრაფია ან CV; გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხევვაში).
აპლიკანტებს წინასწარი შეტყობინების (ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით) საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.