საზოგადოება
10.04.2024 15:38
მენტორინგის პროგრამა მეწარმე ქალებისთვის

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის მენტორინგის პროგრამას იწყებს.

ბიზნესფედერაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 10 მეწარმე ქალი შეირჩევა, რომლებიც დარგის და საქმიანობის მიხედვით ინდივიდუალურად დაწყვილდებიან შერჩეულ მენტორებთან. პროგრამა განკუთვნილია იმ მეწარმე ქალებისთვის, რომელებიც ფლობენ და/ან ხელმძღვანელობენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს.

„პროგრამა მოიცავს მეწარმეობის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა, ერთი მხრივ, ბიზნესის მართვის, ლიდერობის, კონფლიქტების მოგვარების და რისკების მართვის უნარების განვითარება და, მეორე მხრივ, ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვა-განვითარება, მარკეტინგი, ბრენდინგი და ორგანიზაციულ ზრდაზე ორიენტირებული, თითოეულ მეწარმეზე ინდივიდუალურად მორგებული სხვადასხვა აქტივობა.

პროექტის მიზანია, შერჩეულმა მონაწილე მეწარმეებმა მეწყვილე მენტორთან ერთად გაიარონ საკუთრი ბიზნესის ზრდასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული, მათზე მორგებული 6-თვიანი პროგრამა“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკოს ტელეფონზე: 595803333.  ელ-ფოსტის მისამართია: info@w4t.online

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2024 წლის 19 აპრილის ჩათვლით.

პროგრამას ევროკავშირი სრულად აფინანსებს.
კვირის ამბები