ონკოლოგოური დაავადებების მქონე პაციენტებს, პროგრამით გათვალისიწნებული მედიკამენტებით მკურნალობის სრული კურსი ლიმიტის გარეშე დაუფინანსდებათ, - ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებულიი.
„25 000-ლარიანი ლიმიტის დაწესება და მსგავსი ადმინისტრირების მექანიზმების ჩადება ნორმატიულ აქტებში განპირობებულია ერთი გარემოებით, რომ ადგილი არ ჰქონდეს გაუმართლებელ გადახარჯვებს.
ეს ნაცნობი პრობლემაა. ზედმეტი მანიპულაციების დანიშვნა იწვევს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და ნამდვილად არ ემსახურება პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვას. ჩვენი მიზანია, რომ ადმინისტრირება გავხადოთ, იმდენად ეფექტიანი, რომ არცერთი ზედმეტი აბი არ იქნას დახარჯული. პაციენტის ინტერესი ნომერ პირველი ინტერესია“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.