ახალციხეში გამართულ მერიის თასზე კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ექვსი - პირველი, სამი - მეორე და ორი მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრის გამარჯვებული საბა მესროფაშვილი (28 კგ.), ცოტნე ივანიშვილი (34 კგ.), ლუკა ქიტუაშვილი (52 კგ.), ნიკოლოზ მაისურაძე (62 კგ.), მახო კანდელაკი (68 კგ.) და ლუკა გოგიაშვილი (70 კგ.) გახდა.
მეორე ადგილს ვაჩე ვაჭრიძე (32კგ.), საბა მიქელაშვილი (40 კგ.) და გერა წერეთელი (46 კგ.) დაესაკუთრა.
დემეტრე ლაზარაშვილმა (30 კგ.) და ზურაბ ტერტერაშვილმა (48 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
ტურნირზე მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი, გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ და მათ ანგარიშზე შვიდი მედალია.
საბა ომაძე (42 კგ.), საბა გოგიშვილი (62 კგ.), ლუკა ვარდუაშვილი (60 კგ.) და ილია პაპუაშვილი (66 კგ.) შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ.
რაც შეეხება მეორე ადგილს, აჩიკო გოგებაშვილი (54 კგ.) და ლუკა ნაცვლიშვილი (75 კგ.) გავიდა.
საბა ვარდუაშვილი (50 კგ.) კი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
შეჯიბრში სპორსტმენები საქართველოს თოთხმეტი ქალაქიდან ასპარეზობდნენ.