გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ახალი პროექტი - ,,ნეოლაბი - ახალგაზრდების განვითარებისთვის“ ხორციელდება.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის ათ საპილოტე სკოლაში ხორციელდება. და პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა.
რაც შეეხება პროექტს, ფსიქოლოგთა გუნდი მოზარდებთან ერთად, მათ ოჯახის წევრებთან და სკოლის პერსონალთანაც იმუშავებს, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები.
„პროექტი ითვალისწინებს მოზარდებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციების დაგეგმვას, საინტერესო და აქტუალური საკითხების შესახებ სიუჟეტების, გადაცემების, სტატიების მომზადებას და გავრცელებას, დისკუსიების წარმართვას როგორც დისტანციური, ასევე, უშუალო შეხვედრების ფორმატში, მედიაწიგნიერების უნარების განვითარების ხელშეწყობას, არსებული რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობების განხილვას.
პროექტის დასრულების შემდეგ მომზადდება კვლევა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროექტის ორგანიზატორები ავრცელებენ.