საზოგადოება
10.04.2024 11:11
ბერბუკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია გრძელდება, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს - გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა და  ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

„პროექტის მიხედვით დაგეგმილია 790 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის,   მიერთებების, ეზოებში შესასვლელების და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

პროექტის ღირებულება 575 337 ლარია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ მერიაში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საუბნო გზებთან ერთად, ბერბუკში, გზების მოვლა-პატრონობის პროექტით, ასფალტის საფარი სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზეც დაიგო.

კვირის ამბები