სპორტი
08.04.2024 15:54
გოდერძი ძებისაშვილმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

თავისუფალი სტილის მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ.) პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

სპორტსმენს ოლიმპიადის საგზური ბაქოს სალიცენზიო ტურნირზე მოპოვებულმა მედალმა მოუტანა.

ძებისაშვილმა პირველ შეხვედრაში შვეიცარიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, მეოთხედფინალში უკრაინის წარმომადგენელს სძლია, ბოლოს კი, მოლდოველ მაქსიმ საკულტანს მოუგო.

სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია კიდევ ერთ გორელ სპორტსმენს - გენო პეტრიაშვილს (125 კგ.) აქვს მოპოვებული.

 

კვირის ამბები