გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მორიგი მონოგრაფია - „ზაალ მაჩაბელი და სცენისმოყვარეობა სამაჩაბლოში“ გამოვიდა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაშრომში შესწავლილია მასალები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიიდან. ამ თემატიკის წინა პლანზე წამოწევა კი ხელს შეუწყობს რეგიონის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფურცლების სწორი ორიენტირებით გააზრების მნიშვნელოვან საქმეს.
„ტექსტი საინტერესო იქნება ჰუმანიტარული პროფილის სამეცნიერო საზოგადოებისთვის, სტუდენტებისთვის და საკითხით დაინტერესებული მკითხველისთვის“, - აცხადებენ გორის უნივერსიტეტში.
წიგნის რედაქტორები არიან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ივანე მთვარელიძე და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამილა გოგოლაძე