სპორტი
08.04.2024 14:50
საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში გორელმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ჩემპიონატზე (მეორე დონე) ძიუდოში გორელმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს.

მოპოვებული მედლებიდან ერთი - ოქროს, ორი ბრინჯაოს სინჯისაა.

გორელთაგან ჩემპიონატის გამარჯვებული ლუკა თურაზაშვილი (81 კგ.) გახდა.

ლუკა ბაბუციძემ (90 კგ.) და ლუკა ქარელიშვილმა (90 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.

საპრიზო ადგილზე გასული სამივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში თბილისში ჩატარდა.

კვირის ამბები