საზოგადოება
08.04.2024 14:48
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ საოკუპაციო ხაზთან ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორია მოინახულა

ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საოკუპაციო ხაზთან ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა.

უწყების ხელმძღვანელი, ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო გამყოფი ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება.

„ერგნეთის ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებას უწევს. სამედიცინო დაწესებულება კვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული.

სოფლის ამბულატორია ერგნეთის 300-მდე მცხოვრებს, იმუნიზაციას, კიბოს სკრინინგს და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

საქართველოს მასშტაბით, სულ 1004 სოფლის ამბულატორიაა, საიდანაც 34 ე. წ. საზღვრისპირასაა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფრორმაციაში.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 7 აპრილს აღინიშნება, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

კვირის ამბები