გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავსა და მარანას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2300 მეტრია. სამუშაოების ღირებულება კი 1 843 680 ლარს შეადგენს.
„პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრეები.
პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში