სპორტი
08.04.2024 14:38
გორმა სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

გორმა სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირს - „OPEN GORI“ უმასპინძლა.

შეჯიბრში, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 500 - მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.

ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 6 - დან 10 წლამდე და 14 - დან 20 - წლამდე ჩატარდა.

ტურნირი კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ცნობისთვის, სპორტული კარატეს ტურნირები წელიწადში ხუთჯერ ტარდება. შეჯიბრებებს თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და გორი მასპინძლობს.

კვირის ამბები