გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების თანადაფინანსებით საზაფხულო ბანაკის პროექტი განხორციელდება.
„გაზაფხულის ლიდერთა ბანაკი 2024“-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 9 აპრილს დასრულდება, კონკურსის წესით შერჩეული ახალგაზრდები კი სამდღიან ტრენინგზე გაემგზავრებიან.
„პროექტში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
ინიციატივის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტების წერის, ლიდერული და მართვის უნარების გაუმჯობესებაა.
ბანაკში მონაწილეობის მიზნით 80 ახალგაზრდა კონკურსის წესით შეირჩევა. ისინი 12-დან 20 აპრილის ჩათვლით, ბაკურიანში ორ ეტაპად გაემგზავრებიან“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https:// docs.google. com/…/12Af1d-8AgKR5BR8uTw… / viewform…3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება