საზოგადოება
05.04.2024 12:35
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით პროექტი ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ინიციატივით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ,,ფონდ ტასოს“   „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროექტი ხორციელდება.

პროგრამა ქალების და გოგონების გაძლიერებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეწარმეო მიმართულებით გულისხმობს და ითვალისწინებს მცირე საგრანტო დაფინანსების შეთავაზებასაც.

პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს მუნიციპალური განვითარების განყოფილების წარმომადგენლები, ატენისა და ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ადგილობრივ ქალებს შეხვდნენ და პროგრამის დეტალებზე ესაუბრნენ.

„პროექტი მიზნად ისახავს ქალების აღჭურვას იმ ინსტრუმენტებით, რაც მათ სჭირდებათ განვითარებისთვის, ასევე შევთავაზებთ მეწარმეობის ტრენინგებს. სააგენტოს მუნიციპალური განვითარების განყოფილება პროექტს ყველა ეტაპზე გაუწევს მხარდაჭერას. პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებიც“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia ) და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ხორციელდება.

კვირის ამბები