კულტურა
05.04.2024 12:08
23-24 აპრილს გორის თეატრი მესხეთის დრამატულ თეატრს უმასპინძლებს

 

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მესხეთის თეატრს უმასპინძლებს. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში,  გორის თეატრის სცენაზე ახალციხელი მსახიობები 23-24 აპრილს ითამაშებენ. 

23 აპრილს სასცენო ხელოვნებისმოყვარულები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „სტუმარ-მასპინძელს“ იხილავს (რეჟისორი იოანე ხუციშვილი).

24 აპრილს კი მესხეთის თეატრი ალდო ნიკოლოის პიესის - „რკინის კლასის“ მიხედვით დადგმული დრამით - „გაქცევა“  (რეჟისორი კახა გოგიძე) წარსდგება გორელი მაყურებლის წინაშე.

ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია ნომერზე: 555 90 22 79

კვირის ამბები