საზოგადოება
05.04.2024 12:03
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებს უმასპინძლეს

გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ორგანიზაცია - „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ წევრებს უმასპინძლეს.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე ეწრებოდნენ.

ღონისძიება პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ ფარგლებში შედგა და აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამოცანების და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და იუნკერებთან ერთადაც ისადილეს.

საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

„საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტების და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციას და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნეს შეხვედრის მასპინძლებმა.

კვირის ამბები