საზოგადოება
04.04.2024 13:41
„ქართული რეწვა დასაქმებისთვის“ - გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის ახალი პროექტი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის ახალი პროექტი - „ქართული რეწვა დასაქმებისთვის“ დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, სამთვიან უფასო კურსს, პირველ ეტაპზე, შერჩეული 15 მონაწილე გაივლის.

„პროექტი მიზნად ისახავს დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის კერამიკის, თექის და ფარდაგების ქსოვის შესწავლის გზით თვითდასაქმების შესაძლებლობების გაჩენას. კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ტურიზმის განყოფილების მინი გალერეაში მათთვის საინტერესო ნივთების პროტოტიპები დაამზადონ და განვითარების სააგენტოს ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაში ჩაერთონ. გარდა ამისა, პროექტში ჩართული პირები ადგილობრივი ორგანიზაციების - „საზოგადოება ბილიკის“ და „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ დახმარებით სამეწარმეო და საბაზისო კომპეტენციებს განივითარებენ“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები