საზოგადოება
06.03.2020 12:41
ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, შესაძლოა, სასწავლო არდადეგები გახანგრძლივდეს

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემთხვევაში, სკოლებში არდადეგების თარიღი გადაიხედოს.

„შესაძლოა, 16 მარტის შემდეგაც გადაიდოს სასწავლო პროცესი, ამას გვიჩვენებს სიტუაცია. ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება ქვეყანაში იქნება და ნებისმიერი ადამიანი, მოსწავლე თუ სტუდენტი დადგება ჯანმრთელობის რისკის ქვეშ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე საფრთხეში არ აღმოჩნდეს. შესაბამისად, იმ რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, რასაც მოგვცემს ჯანდაცვის სამინისტრო”, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.

შეგახსენებთ, რომ ყველა სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის საბავშვო ბაღებში, სასწავლო პროცესი 16 მარტამდეა გადადებული.

კვირის ამბები