გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდმა სკოლების ეკო კლუბებს შორის გამართულ შემეცნებით-გასართობ თამაშში გაიმარჯვა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პირველი საჯარო სკოლის ეკო კლუბის ხელმძღვანელის ნინო სარქისიანის ინიციატივით, VI, VIII, IX, XI და სკრის საჯარო სკოლების ეკო კლუბებს შორის გამართულ შემეცნებით თამაშში - „რა? სად? როდის?“, სკრის ეკო კლუბის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო.
თამაშის თემა „მდგრადი განვითარება“ იყო და როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, სკოლებს შორის თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს როგორც მოსწავლეებმა, ასევე პედაგოგებმა.