საზოგადოება
04.04.2024 13:12
4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღი 2011 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი მიუსაფარ ცხოველთა მიმართ მზრუნველობის, თანაგრძნობის და დახმარების გამოხატვაა.

მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო, ტრადიციულად, ლეკვების გაჩუქების აქციას მოაწყობს. ღონისძიება 4 აპრილს, 15:00 საათზე, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გაიმართება.

კვირის ამბები