კულტურა
04.04.2024 13:08
გორელებმა კლასიკური მუსიკის „მომავლის ვარსკვლავების“ I საკონკურსო ტურში მიიღეს მონაწილეობა

კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნული კონკურს-ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავების“ I საკონკურსო ტურში მონაწილეობა ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

„მომავლის ვარსკვლავების“ პირველი საკონკურსო ტურს ხაშურმა უმასპინძლა და ორგანიზატორების ინფორმაციით, გორელი ვირტუოზები წარმატებით გამოვიდნენ სცენაზე.

შეგახსენეთ, გასულ წელს ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები აღნიშნული კონკურსის ლაურეატები გახდნენ, სამუსიკო სკოლის გუნდს, ასევე, „ჟიურის ფავორიტი გუნდის“ წოდება მიენიჭა.

კონკურსი, საქართველოს მასშტაბით, ყოველ წელს იმართება, ორი საკონკურსი ტურის შემდეგ კი საუკეთესო მონაწილეები სხვადასხვა სახის პრიზით და წოდებით დაჯილდოვდებიან.

კვირის ამბები