საზოგადოება
03.04.2024 11:51
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

სასკოლო ოლიმპიადის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მოადგილე თემურ ხუბულური, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ამირეჯიბი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურის უფროსები და რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშების და გაზაფხულზე დაგეგმილი „თავისუფლების თამაშების“ შესახებ ისაუბრეს.
„ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალიტეტის სკოლები, ბავშვების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით, თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ“, - აღნიშნეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

შეხვედრის ბოლოს, სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს გარდამავალი ჯილდო გადაეცა.

კვირის ამბები