ახალგაზრდული პროექტი – „YOUTHTITIA“ იწყება. იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროგრამის განსახორციელებლად და კლუბის წევრების შესარჩევად რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდული კლუბი „YOUTHTITIA“ იძლევა საშუალებას და უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მსურველი ჩაერთოს სამინისტროს საქმიანობაში; მიიღოს მონაწილეობა კლუბის სემინარებში; დაგეგმოს და განახორციელო პროექტები; იმუშაო სამართლებრივი პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაზე და აიმაღლო პროფესიული უნარ-ჩვევები.
„კლუბის წევრობა შეუძლია ავტორიზებული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის II-IV კურსის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტს, რომლის GPA განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არანაკლებ 3.0-ია.
მსურველმა 30 აპრილის ჩათვლით ელფოსტაზე youthtitia@justice.gov.ge უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: შევსებული განაცხადის ფორმა (ჩამოტვირთეთ აქ: rb.gy / nginst); პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ; ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ს მითითებით; რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე; სამოტივაციო წერილი (ჩამოტვირთეთ აქ: rb. gy/ 0af9s3) ქართულ ენაზე (150-200 სიტყვა); ლექტორის რეკომენდაცია იმ უნივერსიტეტიდან, რომელშიც სწავლობს.
გახდი YOUTHTITIA-ელი – იზრუნე სამართლიანობაზე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.