საზოგადოება
02.04.2024 14:19
სამბოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს სოსო ახალბედაშვილს 50 წლის იუბილე გორის მერმა მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სამბოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს სოსო ახალბედაშვილს 50 წლის იუბილე მიულოცა.

სპორტსმენი გორის საჭიდაო დარბაზის წარმომადგენელია. ის 90-იან წლებში სამბოში ცნობილი მწვრთნელის გივი ზაუტაშვილის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა.

სოსო ახალბედაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი (1997) და ორგზის პრიზიორი, ასევე, ევროპის ჩემპიონი (1998) და სამგზის პრიზიორია.

ამჟამად ახალბედაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში მწვრთნელის რანგში მოღვაწეობს.

კვირის ამბები