პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, მშვილდოსნობის ტრადიციული ჩემპიონატი მოეწყო.
აქტივობაში გორელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და შშმ პირები მონაწილეობდენენ.
„პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში შშმ პირების ჩართულობით, სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიება იმართება. ინიციატივის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.
პროექტის მხარდამჭერები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია „სოკარი“, „ტოიოტა კავკასია“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. „აჭარაბეთი“ კი ინიციატივის გენერალური სპონსორია“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ცნობისთვის, ღონისძიება „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით მოეწყო, რომელთანაც გორის მერია „სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს.