საზოგადოება
01.04.2024 15:07
ქვემო და ზემო ნიქოზის საჯარო სკოლებს ჩოგბურთის მაგიდები და სპორტული ინვენტარი გადაეცა

საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლების - ქვემო და ზემო ნიქოზის საჯარო სკოლებს ჩოგბურთის მაგიდები და სპორტული ინვენტარი გადაეცა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებს საჩუქრები შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციამ და სამშენებლო კომპანია „არქიმ“ გადასცა.

ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, კამპანიის მიზანია სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. დავით ღამბაშიძე მსგავს აქტივობას მომავალშიც აანონსებს.

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში, სპორტული ინვენტარით მერეთის, ვარიანის, ქერეს, არბოს, საქაშეთის, სკრის, მეჯვრისხევის და მეღვრეკისის საჯარო სკოლები უკვე აღიჭურვა.

კვირის ამბები