საზოგადოება
01.04.2024 14:58
უახლოესი 4 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 4 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

2 აპრილს გორში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, +24 გრადუსია ნავარაუდევი 3 პრილს, 4 აპრილს კი ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, +16 გრადუსია მოსალოდნელი გორში 5 აპრილს.

6 აპრილს ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს და მხოლოდ +11 გრადუსი დაფიქსირდება, ამასთან, 6 აპრილს ნავარაუდევია ნალექიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აპრილიდან გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +23 გრადუსს მიაღწევს.

კვირის ამბები