საზოგადოება
01.04.2024 14:49
გორის ცენტრალურ უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის ცენტრალურ უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ბორდიურების და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები თუთარაშვილის და გიგაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.

„პროექტით 2017 მეტრი გზის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.

მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები. სამუშაოების ღირებულება კი 277 355 ლარია“, - აცხადებენ გორის მერიაში.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, ასევე, ცხინვალის გზატკეცილზე. პროექტის ფარგლებში მოპირკეთდება შიდა საუბნო გზა საფეხმავლოსთან ერთად, განხორციელდება სატრანსპორტო გზის რეაბილიტაციაც.
კვირის ამბები