საზოგადოება
01.04.2024 14:42
მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მომდევნო სამი თვის სამოქმედო გეგმა განიხილა

გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მომდევნო სამი თვის სამოქმედო გეგმა განიხილა.

სხდომაზე, საბჭოს წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან, დიანა ბერიძესთან ერთად, მოქალაქეების სოციალური პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს. სხდომაზე განიხილეს საბიუჯეტო კალენდარიც და იმ ძირითად აქტივობებზე შეთანხმდნენ, რასაც საბჭო მომდევნო სამი თვის განმავლობაში განახორციელებს.

აღნიშნულ პერიოდში დაგეგმილია საჯარო კონსულტაციების გამართვა მოსახლეობასთან, გამოკითხვის წარმოება და უკვე გაცემული რეკომენდაციების ადვოკატირება.

შეგახსენებთ, რომ მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.

საბჭოს სხდომა ღიაა და დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

კვირის ამბები