საზოგადოება
01.04.2024 14:28
1992 წელს, გაგრის დაცემისას დაკარგული ზაზა სირბილაძის ნეშტი ოკუპირებული აფხაზეთიდან მშობლიურ სოფელ თორტიზაში გადმოასვენეს

1992 წლის ოქტომბერში, აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაკარგული ზაზა სირბილაძის ნეშტი საქართველოში რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მერიის სხვა თანამშრომლები თორტიზაში იმყოფებოდნენ და  ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული ზაზა სირბილაძის ოჯახს მიუსამძიმრეს.

ზაზა სირბილაძე გაგრის დაცემის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბრიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

ოკუპირებული აფხააზეთიდან სირბილაძის ნეშტის გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.ზაზა სირბილაძის გარდა, ოკუპირებული ტერიტორიიდან ცხრა სამხედრო და ორ  სამოქალაქო პირიც გადმოასვენეს.

ზაზა სირბილაძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ქართველი მებრძოლი მშობლიურ სოფელ თორტიზაში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

კვირის ამბები