გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარებისთვის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მცირე საკონცერტო დარბაზში უმასპინძლა.
„გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან. მთელი წლის მანძილზე ხორციელდება სხვადასხვა შინაარსის აქტივობები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარებისთვის. კულტურის ცენტრის თითოეული თანამშრომელი ყოველთვის დიდი სიყვარულით ერთვება მსგავსი ტიპის აქტივობებში, რომ სიხარული აჩუქონ ბავშვებს“, - აცხადებენ სააგენტოში.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება