გორის მუნიციპალიტეტი 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ინოვაციურ პროექტს „ციფრული აკადემია“ სთავაზობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტის ფარგლებში გორელი ახალგაზრდები ხუთი თვის განმავლობაში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს შეისწავლიან. პროექტში ჩართვის მსურველები ორ სასწავლო მიმართულებას - ფრონტ ენდ დეველოპმენტს და გრაფიკულ დიზაინს გაივლიან. თითოეული ჯგუფი კონკურსის შედეგად შერჩეული 20 მოზარდით დაკომპლექტდება.
„პროექტს ორგანიზაცია „ფიბოლერნი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს. ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებში ინფორმაციული ტექნოლოგიების დაუფლების შესაძლებლობის თანაბარი ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მსურველებს რეგისტრაცია ელექტრონულად: www . laragori . ge შეუძლიათ. განაცხადის შევსება ხუთ აპრილამდე გრძელდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება